Skip links
საიტების დამზადება | ელ. კომერცია | SEO | და არა მარტო

ჩვენ შესახებ

Vasco Agency

ვინ ვართ
ჩვენი მისიაა – მოვამარაგოთ ბიზნესი უმაღლესი ხარისხის, თანამედროვე მარკეტინგული ინსტრუმენტებით და ამით ხელი შევუწყოთ მათი გაყიდვების გაზრდას.
5/5
10+
გამოცდილება
240+
დასრულებული პროექტი
მრავალპროფილური კომპანია VASCO 2015 წელს დაარსდა, სხვადასხვა სფეროს სპეციალისტების ერთ გუნდად გაერთიანების შედეგად. ბრენდის დამფუძნებლებს თავიდანვე გააზრებული ჰქონდათ ის უმთავრესი ტენდენციები და ასპექტები, რომლების გადალახვაც პირველ რიგშია საჭირო ციფრულ სფეროში ღირებული პოზიციის დასაკავებლად.

სწორედ ამიტომ ჩვენი გუნდი უკვე მრავალი წელია, რაც აღსანიშნავი შედეგის მქონე დახმარებას უწევს კლიენტებს ონლაინ სამყაროში საკუთარი ანაბეჭდის დატოვებაში. შექმნის დღიდან ჩვენს მთავარ მიზანს წარმოადგენდა მომხმარებლებისთვის ყველა საჭირო გრაფიკული ხელსაწყოს და სერვისის შეთავაზება ერთი სასარგებლო პაკეტის სახით.

ამიტომაც დავაკომპლექტეთ გამოცდილი კადრებით პირველ რიგში ისეთი დეპარტამენტები, როგორიცაა ვებგვერდების დამზადების სერვისი, სოციალური ქსელების მენეჯმენტი და ელ. კომერცია.

Read the story

მეტი ჩვენ შესახებ

ვასკოს სერვისების გამოყენებით თქვენ სწრაფად და შეუბრკოლებლად გადალახავთ გრაფიკული მარკეტინგის მწვერვალისკენ მიმავალ გზაზე არსებულ ყველა დაბრკოლებას. ჩვენთან თანამშრომლობის წყალობით თქვენი ბრენდი გახდება უფრო ცნობილი, კონკურენტებზე ბევრად უფრო სოლიდური და რაც მთავარია, თქვენ შეძლებთ ლოიალური კლიენტების აუდიტორიის შექმნას ზედმეტი ხარჯების გარეშე. ჩვენს გუნდში პიარისა და SEO სპეციალისტების დამატებით ასევე ფართოდ გავიკაფეთ გზა ისეთ მნიშვნელოვან სფეროებში, როგორიცაა SEO კონტენტის წერა და რებრენდინგი. ამის წყალობით VASCO უკვე ბევრი გრძელვადიანი კლიენტისთვის იქცა ისეთ პარტნიორად, რომელმაც მათი ბიზნესის ცნობადობა და ონლაინ ინტერაქციების ხარისხი სრულიად ახალ დონეზე აიყვანა.

ჩვენი ექსპერტები ქმნიან თქვენზე მორგებულ და სპეციფიური სფეროების უახლეს ტრენდებზე გათვლილ პროდუქტებს, თქვენი ბიზნესის წარმატებული ზრდისთვის. იქნება ეს კრეატიული ლოგო, მომხიბლავი დიზაინითა და ჭკვიანური ძრავით შექმნილი ვებგვერდი თუ კრეატიული SEO კოპი, ჩვენს მიერ შექმნილი თითოეული პროდუქტი ყოველთვის მოგეწოდებათ წინასწარ შეთანხმებულ ვადებში, უმაღლესი ხარისხის დაცვით.

VASCO-ს გუნდი გამოირჩევა უახლესი მარკეტინგული ინსტრუმენტებით, რომლის დახმარებითაც ნებისმიერი სოციალური ქსელის პროფილის მენეჯმენტი ჩვენთვის კრეატიულ და შედეგიან პროექტად იქცევა. თუკი გსურთ წარმოადგინოთ საკუთარი ბიზნესი ინტერნეტში ყველაზე შესაფერისი ბრენდინგით, ლოგოთი და SEO კონტენტით, მაშინ პირველ რიგში ჩვენ გუნდთან თანამშრომლობაზე უნდა იფიქროთ.

Web Design | Web Development | Branding & Logo | SEO | Ecommerce | Corporate Website | E-commerce | Online Shop | Landing Page | Booking Website | Directory website

ნახვა
Drag