საიტის მართვა და მენეჯმენტი • Vasco
Vasco Agency
Vasco Agency

[email protected]

ვებ დიზაინი | დეველოპმენტი | SEO | და არა მარტო

საიტის მართვა და მენეჯმენტი

ჩვენი მისიაა – მოვამარაგოთ ბიზნესი უმაღლესი ხარისხის, თანამედროვე მარკეტინგული ინსტრუმენტებით და ამით ხელი შევუწყოთ მათი გაყიდვების გაზრდას.

ნებისმიერი ტიპის ბრენდისთვის ინტერნეტსამყაროში კომფორტული კუთხის ქონა საკმაოდ მნიშვნელოვანია. მომხმარებლებს სოციალურ ქსელებზე, ცხელ ხაზზე და ფიზიკურ ფილიალებზე მეტად ხშირ შემთხვევაში სწორედ თქვენი კომპანიის ვებგვერდით ექმნებათ პირველი შთაბეჭდილება თქვენს ბიზნესზე. როგორც წესი საიტის ცოტა ხნით გათიშვამაც კი მნიშვნელოვანი ზიანი შეიძლება მიაყენოს როგორც კომპანიის იმიჯს, ისე შემოსავალსაც. შესაბამისად, ვასკო ჯგუფი მზად არის აწარმოოს თქვენი ვებგვერდის სრულყოფილი მონიტორინგი და ბიზნესის ონლაინ ანაბეჭდის სიმკვეთრის შენარჩუნება.

ნებისმიერი ზომისა და ტიპის საიტის ტექნიკური ხარვეზების დროულად აღმოფხვრაზე ზრუნვის გარდა ჩვენი სპეციალისტები ასევე მზად არიან იზრუნონ ყოველგვარი გართულებების პრევენციაზეც. თუკი გსურთ, რომ თქვენი ვებგვერდის გამართული მუშაობითა და ესთეტიური ინტერფეისით რაც შეიძლება მეტი კლიენტის ლოიალურობა მოიპოვოთ, მაშინ სწორედ ჩვენი ვებგვერდების მენეჯმენტის სერვისი უნდა გამოიყენოთ. ვასკოს გუნდში მყოფი საიტის მართვის სპეციალისტი დაგეხმარებათ როგორც უკვე არსებულ პორტალზე ზრუნვაში, ასევე მის განვითარებასა და განახლებაშიც. ჩვენი სერვისები ითვალისწინებს საიტის მართვას, ტექსტური კონტენტისა და პროდუქტების სიების განახლებას, გრაფიკული მასალების რედაქტირებას და ყველაფერ იმას, რაც შეიძლება ყოველდღიური მუშაობის პროცესში მოულოდნელად დაგჭირდეთ.

კომერციული ვებგვერდების დამზადება ჩვენს ერთ-ერთ მთავარ პროფესიას წარმოადგენს, რის შედეგადაც ვასკოს გუნდის წევრებს სრულყოფილად აქვთ გააზრებული ყველა ის ასპექტი, რასზე ზრუნვაცაა საჭირო ელ. მაღაზიის მონიტორინგის პროცესში. კონტენტის გაუმჯობესებაზე ზრუნვა, დეველოპმენტზე დაფუძნებული განახლებების მოწოდება და რაც მთავარია, ვებ გვერდის უსაფრთხოების დაცვა ვასკოს გამოცდილი კადრებისთვის პრობლემას არ წარმოადგენს. რაც მთავარია, ჩვენი ელ. კომერციის ვებგვერდის მართვის სერვისი და ვასკოს გუნდისთვის ჩაბარებული ნებისმიერი სახის საიტის მენეჯმენტი წარმოადგენს თქვენგან სრულიად დამოუკიდებელ პროცესს. ჩვენი სპეციალისტები ავტომატურად მოახდენენ ყველა იმ ხარვეზზე, განახლების აუცილებლობაზე და ყველა მსგავს ასპექტზე ზრუნვას, რომელზე დროის დახარჯვაც თქვენთვის შესაძლოა საერთოდ არ ჯდებოდეს ყოველდღიურ კორპორატიულ რუტინაში. შესაბამისად, VASCO გთავაზობთ ონლაინ პლატფორმის მენეჯმენტის ყველა საჭირო საფეხურზე თქვენს გვერდით დგომას, თქვენს მიერ დაწესებული სპეციფიური მოთხოვნების გათვალისწინებით.

5f19e360fc113978f0b5fd4e 03 Web Dev